Tuesday, July 15, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო შემაჯამებელი,ძალიან საინტერესოო, ნაყოფიერი.შევაჯამეთ მთელი   რვა დღის ნამუშევარი, მოვისმინეთ  ერთმანეთის პრეზენტაციები,ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე.ძალიან კარგი ტრეინინგი იყო,მენანება რომ ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ, დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს,შორენა ბადურაშვილს რომელიც ცდილობდა ყველაფერი ესწავლებინა.ძალიან დიდი მადლობა მას.

Saturday, July 12, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღე  ძალიან საინტერესო იყო, გავიიარეთ მეშვიდე მოდული ფასილიტაცია ტექნილოგიებით,:ვისწავლეთ ანიმეციებისა და გვერდების დამატება.რომელსაც  მომავალში გამოვიყენებთ .

Thursday, July 10, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ დაწყვილდი და გაუზიარე,შემდეგ გადავედით მეექვსე მოდულზე დაგეგმა მოსწავლეთა  წარმატებისათვის,გავიარეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, გავაკეთეთ შაბლონი  დიფერენცირებულ სწავლებაზე, გავაკეთეთ პორთფოლიოს პრეზენტაცია ვისწავლეთ  ობიექტტის დამატება ფაილში,რომელიც იყო ძალიან საინტერესოო,აუცილებლად  გამოვიყენებთ სწავლის პროცესში,ტრეინინგი იყო ძალიან საინტერესო..დიდი მადლობა ტრენერს  შორენა ბადურაშვილის საინტერესო ტრეინინგისთვის.!!!

Tuesday, July 8, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ საინტერესოოდ,დაწყვილდი- გაუზიარე,უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის ნამუშევრის გასაუმჯობესებლად რის შემდეგაც გადავედით მე-5 მოდულზე:მოსწავლეთა პროექტების შეფასება, გავაკეთეთ პროექტის საბოლოო  და მოსწავლის  შეფასების  სქემები.

მოსწავლის პრეზენტაცია

Saturday, July 5, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ დღევანდელი ტრეინინგი იყო ძალიან საინტერესო, გავიარეთ მესამე მოდული-კავშირები, . ტრეინინგის დასაწყისში დავწყვილდით,უკუკავშირი მივეცით ერთმანეთის ნამუშევრებს. , ვისწავლეთ კომენტარების გაკეთების რამოდენიმე მეთოდი რაც იყო ძალიან საინტერესოო. განვიხილეთ საავტორო უფლების დაცვა ნიმუშის სახით გამოვიწერეთ და შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი, რომელშიდაც შევიტანეთ ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული ლიტერატურა.

ჩემი პროექტის  თემა: ,,უილიამ შექსპირის ცხოვრება და მოღვაწეობა"



მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  • რატომ იყო მოყოლილი ამბები/თავგადასავლები კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყოველთვის მნიშვნელოვანი?.
თემატური კითხვები
  • რატომ ვკითხულობთ შექსპირს დღესაც?
  • რამდენად მიესადაგება შექსპირის ნაწარმოებები ჩვენს ცხოვრებას?
შინაარსობრივი კითხვები
  • რა არის  ჰამლეტის დადებითი და უარყოფითი  თვისებები?
  • რა უნდოდა ეჩვენებინა ჰამლეტს სასახლეში მოწყობილი  სპექტაკლით?


Thursday, July 3, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დგევანდელი ტრეინინგი დაიწყო ძალიან საინტერესოდ,გავეცანით ერთმანეთის მიმართულების მიმცემ კითხვებს, გავიარეთ შეფასებიუს დროის ჩარჩო,სტრატეგიები.და ავირჩიეთ ჩვენთვის მისაღები.

Tuesday, July 1, 2014

მესამე დღის რეფლექსია

 დღევანდელი ტრეინინგი იყო ძალიან საინტერესო,  გავიარეთ მეორე მოდული სასწავლო პროექტების დაგეგმა,იდეები გავუზიარეთ ერთმანეთს,შევარჩიეთ სტანდარტები,  დავსახეთ  მიზნები,  ვიმსჯელეთ კითხვებზე:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი. ძალიან დაგვეხმარა ტრენერი ქალბატონი შორენა, რომელმაც გაგვიმარტა და მოგვცა მიმართულებებიი...